Tuesday, April 11, 2017


1.პროექტის სახელწოდება:აუცილებელია თუ არა საზღვარგარეთ სწავლა იმისათვის რომ უკეთ დაეუფლო პროფესიას?

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან სხვა და სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს  მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, ფასებს და შეადარებენ თავიანთი ქვეყნის უნივერსიტეტებს

3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებმა ხშირად არ იციან როგორ აირჩიონ უნივერსიტეტი ფაკულტეტი

4. პროექტის მიზნები:ესგ განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები
მიზანი:
მოსწავლეები გამოიკვლევენ სამიზნე ქვეყნების უნივერსიტეტების ფაკულტეტებს სწავლის დონეს,
(გამოიკვლევენ უნივერსიტეტში მოხვედრის მექანიზმს ,საცხოვრებელისა და სწავლის ხარჯებს)  რომელ ისტორიულ პირსა და გამოჩენილ ადამიანებს აქვს კონკრეტული უნივერსიტეტი დამთავრებული და რამდენად პოპულარული უნივერსიტეტია.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-წლის
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეადგენენ სიას თუ რომელი ქვეყნის რომელ უნივერსიტეტს აქვს მაღალი სწავლის დონე და მისაღები ფასები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საინფორმაციო ტექნოლოგიები





9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მასწავლებელი მოსწავლეებს დაიყოფს ჯგუფებათ ,თითოეულ ჯგუფს მისცემს გამოსაკვლევ ქვეყანას.მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ინფორმაციას უნივერსიტეტების შესახებ (ფინანსების,საცხოვრებელის რეიტინგის და გეოგრაფიული მდებარეობით) მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ადგილობრივი უნივერსიტეტებიდან.მასწავლებელი ათანხმებს უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციასთან ვიზიტებსა და სამუშაო განრიგს. მასწავლებელი მოსწავლეებს მიყვება უნივერსიტეტებში და ეხმარება ინფორმაციის მოგროვებაში.მოსწავლეები დაახარისხებენ ინტერნეტით მოძიებულ ინფორმაციასა  და უნივერსიტეტეში მიღებულს,შეადარებენ ერთმანეთს წინასწარ ჯგუფის მიერ შედგენილი შეფასების კრიტერიუმებით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
უცხ.ს.IV.21. მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურის რეალიებს.
·           ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ., სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებს, გერმანიის გაერთიანების დღეს, ასწლიან ომს და სხვა);
·
·           ცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ., ვოლფგანგ გოეთეს, ლუი XIV-ს, ნაპოლეონს, დედოფალ ელისაბედ მეორეს, ალექსანდრე პუშკინს), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროს, ეპოქას, დამსახურებას;


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): სისაური მეგი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://megisisauri.blogspot.com/

Thursday, April 6, 2017

the vikins

                                         


                                what does the word viking mean?

coming soon

                                 
                           

                          მიმდინარეობს ბლოგის განახლება
                                     

English

                                                            ეს საინტერესოა



1.პროექტის სახელწოდება: აუცილებელია თუ არა საზღვარგარეთ სწავლა იმისათვის რომ უკეთ დაეუფლო პროფესიას? 2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1...